„ოქროს შემოდგომა საქართველოში“- საბირქენდის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა წელიწადის ერთ-ერთ უმშვენიერეს დროს ხოტბა შეასხეს 
27-11-2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საბირქენდის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

ამჯერად, სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება - „ოქროს შემოდგომა საქართველოში“, გაიმართა, რომლის ორგანიზატორი მუსიკის მასწავლებელი ულვია ათახალილოვა იყო. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ინტერესით, მონდომებითა და ხალისით ჩაერთნენ.

მოსწავლეები საზეიმოდ გამოეწყვნენ, შემოდგომის შესახებ ისაუბრეს, ლექსები წაიკითხეს, სიტყვა წარმოთქვეს და სხვადასხვა ნომერი შეასრულეს. მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სასკოლო გარემოც შესაბამისად, შემოდგომის ფოთლებითა და ნობათით იყო გაფორმებული. ღონისძიებამ სასკოლო საზოგადოების უდიდესი მოწონება დაიმსახურა. 

იხილეთ ვიდეოები:



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203