მარელისის საჯარო სკოლის მოსწავლეები სპექტაკლ „წითელქუდას“ დაესწრნენ
18-05-2018
ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა მარელისის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებს უმასპინძლა.
მათ მოსწავლეებს შარლ პეროს ზღაპარი „წითელქუდა“ წარმოუდგინეს.
„რეჟისორი ირინე ჩხეიძე ხშირად ანებივრებს პატარებს სპექტაკლებით, ყოველი მომდევნო და მომდევნო წარმოდგენა ყოველთვის განსაკუთრებულად მორგებულია ბავშვების სურვილებზე და ოცნებებზე“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
მარელისის საჯარო სკოლა მადლობას უხდის მთელ შემოქმედებით ჯგუფს და მსახიობებს: ბათუ და ვასიკო კინაძეებს (მეზღაპრე და მგელი), ნიკო და ლუიზა წიკლაურებს (მონადირე და ბებია), გიორგი და ლია ჭიპაშვილებს (ექიმი და დედა) და თამთა კიკნაძეს (წითელქუდა).