ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიული ანსამბლი ოქროს მედლით დაჯილდოვდა
18-05-2018
ჩაქვის N1 საჯარო სკოლის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა - „ოჰოი ნანამ“ და „აისიმ“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით, აჭარის სიმღერისა და ცეკვის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლების ოლიმპიადაში ჟიურის მაღალი შეფასება მიიღეს.

ანსამბლებს ალექსანდრე და ლუკა ხიდაშელები ხელმძღვანელობენ. 

ოლიმპიადა სამ ეტაპად გაიმართა. დასკვნითი ეტაპი ბათუმის მუსიკალურ ცენტრში ჩატარდა, სადაც 45-მდე ანსამბლი მონაწილეობდა. 

ანსამბლმა „ოჰოი ნანამ“ 1-ელი ადგილი დაიკავა და ოქროს მედლით დაჯილდოვდა. ანსამბლ „აისის“ კი საქართველოს ფოლკლორის ცენტრის სპეციალური დიპლომი გადაეცა. 

გამარჯვებულები აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ინგა შამილიშვილმა და მისმა მოადგილემ თეონა ბერიძემ დააჯილდოვეს.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203