ტოპ 10 სასწავლო რჩევა მოსწავლეებს 
02-12-2023

სწავლა რთული პროცესია, თუმცა ამავდროულად შესაძლო სასიამოვნო და საინტერესოც გახდეს. ამისთვის კი საჭიროა ბავშვებმა, პირველ რიგში, განათლების არსი გაითავისონ, შემდგომ კი მათთვის მორგებული მეთოდები სცადონ, რომელიც დაეხმარებათ სწავლაში.

განათლების სფეროს ექსპერტებმა ტოპ 10 მარტივი ხრიკი შეიმუშავეს, რომელიც ბავშვებს მეცადინეობისას, ახალი მასალის ათვისებაში დაეხმარება.

არ დაიტოვოთ ერთიანად სასწავლი

ყველაფრის ერთად სწავლა რთულია. ახალი მასალა მეორე დღემდე შეიძლება გახსოვდეთ, თუმცა ეს მოკლევადიანი იქნება. ამიტომ, მნიშვნელოვანია ყველაფრის ეტაპობრივად სწავლა. ყოველდღიურად გადაიმეორეთ ძველი მასა - ასე ნამდვილად ნაყოფიერი იქნება თქვენი სწავლისთვის დახარჯული დრო და ენერგია.

დაისახეთ კონკრეტული მიზნები და მიჰყევით მას

სასწავლო გეგმის შედგენამ და მიზნის დასახვამ შესაძლოა უფრო გაგიმარტივოთ სწავლა. მიზნების მიღწევა კი დაგეხმარებათ შედეგის დანახვაში. მაგალითად, გამოყავით რამდენიმე საათი კონკრეტული დავალების შესასრულებლად. რაც მთავარია, მიეცით თქვენს თავს დრო.

ითხოვეთ დახმარება

არსებობს მრავალი რესურსი, რაც დაგეხმარებათ ეფექტურ სწავლაში. თუ რაიმეს ვერ იგებთ აუცილებლად შეატყობინეთ ამის შესახებ მასწავლებელს, მშობელს ან კლასელს. 

შექმენით სასწავლო ჯგუფი

იმეცადინეთ კლასელებთან ერთად, გაუზიარეთ მათ ცოდნა. ეს დაგეხმარებათ მასალის უკეთ ათვისებაში. აღნიშნული მეთოდი სასწავლო პროცესს მეტად გაამრავალფეროვნებს. ამასთანავე გახსოვდეთ, აუცილებელია ერთმანეთს ახალ გამოწვევებში მხარი დაუჭიროთ.

შეისვენეთ

აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის ჩატარებული კვლევის თანახმად, სასწავლო სესიებს შორის შესვენებები აძლიერებს ინფორმაციის დამახსოვრების უნარს. ასევე მნიშვნელოვანია ძილის მოწესრიგება და კვება.  

შეარჩიეთ თქვენთვის მყუდრო ადგილი

სად სწავლობთ ისეთივე მნიშვნელოვანია, თუ როგორ სწავლოთ. იპოვეთ ისეთი ადგილი, რომელიც ყურადღების გაფანტვას თავიდან აგაცილებთ.

დააჯილდოეთ საკუთარი თავი

სწავლა ზოგჯერ გონებრივად და ემოციურად დამღლელია, რამაც შესაძლოა სწავლის მოტივაცია შეამციროს. კვლევებმა აჩვენა, რომ სამუშაოს დროს საკუთარი თავისთვის ჯილდოს მიცემამ შეიძლება მოცემული დავალების მიმართ სიამოვნება და ინტერესი გაზარდოს.

ისწავლეთ სწავლისთვის

ეცადეთ სწავლა გახადოთ სასიამოვნო პროცესი. ის, რასაც კითხულობთ აუცილებლად გაიაზრეთ და არ დაიზეპიროთ. ასე არა მხოლოდ გაგიმარტივდებათ ახლის შესწავლა, არამედ მეტად გადამახსოვრდებათ.

ნასწავლი გამოიყენეთ პრაქტიკაში

მიღებული ინფორმაციის პრაქტიკაში გამოყენება საუკეთესო საშუალებაა ინფორმაციის შესანარჩუნებლად და გასამტკიცებლად.

იპოვეთ თქვენი სწავლის სტილი

შესაძლოა დრო დასჭირდეს იმის გარკვევას თუ რომელი მეთოდები მუშაობს თქვენზე. თუმცა, აუცილებლად იპოვით მას! 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203