განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, გრძელდება სემინარების სერია სწავლა-სწავლების მეთოდოლოგიებზე.
მორიგი შეხვედრა გაიმართება 2023 წლის 11 დეკემბერს და დაეთმობა ინოვაციურ სწავლასა და სწავლებას. აღნიშნულ თემაზე გაზიარდება სწავლების რამდენიმე ინოვაციური პრაქტიკა PROFFORMANCE-ის სწავლების საუკეთესო პრაქტიკების ბაზიდან. ამასთანავე, სემინარის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, განიხილონ, თუ როგორ დაეხმარება მასწავლებლებს PROFFORMANCE პროექტის ფარგლებში შემუშავებული სწავლების შეფასების ინსტრუმენტი სწავლა-სწავლების ინოვაციური მეთოდების გამოყენებაში.
სემინარი ჩატარდება ონლაინ რეჟიმში, Zoom პლატფორმის გამოყენებით, ცენტრალური ევროპის დროით 14:00 საათიდან 16:00 საათამდე.
ღონისძიებაზე რეგისტრაცია 6 დეკემბერს სრულდება - https://tka.hu/international_events/17737/profformance-thematic-webinars#rsvpForm.