რა რჩევებით შეიძლება დაეხმაროთ მოსწავლეებს, რომ ზამთრის თვეებში სწავლის მოტივაცია ჰქონდეთ? 
09-12-2023
თუ ზამთრის თვეებში სწავლის მოტივაცია არ გაქვთ, იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. ზოგჯერ, ტემპერატურის ვარდნის პარალელურად, მოტივაციაც იკლებს. შესაბამისად კი, მასწავლებლების სამუშაოც იზრდება, ისინი ცდილობენ, რომ მოსწავლეები ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნონ.

რატომ არის ზამთრის თვეებში სწავლის მოტივაცია დაბალი და რა შეიძლება იყოს გამოსავალი - ამ საკითხზე სასკოლო საზოგადოების წევრები საუბრობენ. მათ რჩევებს ერთ-ერთი ბლოგერი უზიარებს, რომელიც სხვადასხვა კვლევასა და გამოკითხვას ეყრდნობა.

მისი თქმით, ტემპერატურის ვარდნისას სწავლა იმაზე უფრო რთულია, ვიდრე ზოგიერთს წარმოუდგენია. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ წვიმიან ამინდში, ოთახში ყოფნა სხვადასხვა წიგნის წაკითხვის სურვილს აღგვიძრავს, თუმცა კვლევები სხვა რამეზე მეტყველებს. მეცნიერების აკადემიის Proceedings-ის გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ზამთრის თვეებში რაიმე საკითხე კონცნტრირება გაცილებით რთულია.

კვლევაში ჩართული იყვნენ მონაწილეები, რომლებზე დაკვირვებამაც აჩვენა, რომ ისინი სხვადასხვა აქტივობას ზაფხულის განმავლობაში უფრო მარტივად გაუმკლავდნენ, ვიდრე ზამთრის თვეებში.

მაშ, როგორ შევინარჩუნოთ სწავლის მოტივაცია, როდესაც ცივა? არსებობს რამდენიმე რამ, რისი გაკეთებაც მოსწავლებს შეუძლიათ. აქ მოყვანილია რჩევები, რომლებიც მასწავლებელმა მათ უნდა გაუზიაროს:

პირველ რიგში, ეცადეთ დილიდან ენერგიული იყოთ - სიცივეში მოსწავლეებს დილით საწოლიდან ადგომაც კი ეზარებათ, მაგრამ კარგი იქნება, თუ რუტინას ჩამოიყალიბებენ, დილით ივარჯიშებენ და ირბენენ. ამით დაგროვილ ენრგიას გაათავისუფლებენ და განწყობა მთელი დღის განმავლობაში გაჰყვებათ.

ხალხთან აქტიური კომუნიკაცია - ზამთარს ხშირად ისე განიხილავენ, როგორც მარტოობის პერიოდს, დათვები იზამთრებენ, ადამიანები კი, აუცილებლობის გარეშე, სახლიდან გასვლას ერიდებიან. სინამდვილეში კი, სანამ მზე ჯერ კიდევ არ ანათებს, მეგობრებთან კომუნიკაცია აუცილებელია. მათ მოსწავლეები შეიძლება ადგილობრივ ბიბლიოთეკაში ან კაფეებში შეხვდნენ და ერთად იმეცადინონ. ისინი სხვადასხვა თეორიას ერთად განიხილავენ და სწავლის მოტივაციაც შედარებით იზრდება. 

საკუთარი თავი წაახალისეთ - ზამთარი ზოგჯერ შეიძლება ერთფეროვანი იყოს, ამიტომაც ეცადეთ, რომ სასწავლო კუთხე გაამრავალფეროვნოთ. გარდა ამისა, საკუთარ თავს, მოტივაციისთვის, გარკვეული ჯილდო დაუწესეთ. მაგალითად, თუ გარკვეულ საკითხს აითვისებთ, გაისეირნეთ, ცხელი შოკოლადი დალიეთ ან კინოში წადით. ასე დღეები უფრო მრავალფეროვანი გახდება.

ჩამოწერეთ, რისთვის სწავლობთ - ლაკონიურად დაწერეთ, რისი მიღწევა გინდათ, რისთვის სწავლობთ, რა არის თქვენი მიზანი და ამისთვის რა უნდა გააკეთოთ. ნაწერი თვალსაჩინო ადგილას განათავსეთ და მოტივაციის ნაკლებობისას, გადახედეთ. 

რასაკვირველია, ეს რჩევები ზოგადია, თუმცა მათი გათვალისწინება მოსწავლეებს ნამდვილად დაეხმარებათ.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203