თბილისის 103-ე საჯარო სკოლას ქიმიის კათედრამ და სან-დიეგოს უნივერსიტეტის ლაბორატორიებმა უმასპინძლეს
18-05-2018
2018 წელი ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო წელია და იუბილესთან დაკავშირებულ ღონისძიებათა ფარგლებში თბილისის 103-ე საჯარო სკოლის საბუნებისმეტყველო კათედრის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ქიმიის ფაკულტეტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის კათედრამ და სან-დიეგოს უნივერსიტეტის ლაბორატორიებმა უმასპინძლეს.
მოსწავლეებმა სახალისო ცდები ნახეს და კვლევის თანამედროვე მეთოდებისა და აპარატურული შესაძლებლობების შესახებ პროფესორ ნინო ქოქიაშვილის მინი ლექცია მოისმინეს.
მათ სხვადასხვა მაჩვენებლის განსაზღვრაში თავადაც მიიღეს მონაწილეობა.
მოსწავლეებს ეს ინფორმაცია დაეხმარებათ ქიმია მეტი ინტერესით შეისწავლონ, რადგან XXI საუკუნე ქიმიური ტექნოლოგიების საუკუნეა და ეს საუკუნე მათია.