ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორის მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კონკურსებსა და საგანმანათლებლო ღონისძიებებში.
ამჯერად, მოსწავლეები ინტელექტუალურ შეჯიბრს - „ტვინების ბრძოლა“ შეუერთდნენ.
თამაში 7 ნოემბერს გაიმართა და მასში ორი საფეხურის მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მოსწავლეები ერთმანეთს ინტელექტსა და ერუდიციაში შეერკინნენ.
გამოვლინდნენ გამარჯვებულები, რომლებიც მეორე ტურში გადავიდნენ.
წარმატებით იასპარეზეს გუნდებმა:
მე-3-მე-4 და მე-5 კლასების გუნდი: „არწივები“;
მე-6 კლასის გუნდი „ლომები“;
მე-7-მე-8 კლასის გუნდი „გვირილები“
მე-9 კლასის გუნდი „ლეგენდები“.
მეორე ტური ჩატარდა 26 ნოემბერს ადიგენში, ზარზმის საჯარო სკოლაში. მოსწავლეთა გუნდმა - „ლომებმა“ ღირსეულად იასპარეზა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები წარმატებით გამოავლინეს.
„წარმატებები ჩვენს მოსწავლეებს!“- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: