ბაღის აღსაზრდელებისთვის საახალწლო საჩუქრების ჩამონათვალი ცნობილია
29-11-2023
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ აღსაზრდელებისთვის საახალწლოდ, სასაჩუქრე ნობათის შესასყიდი ტენდერი უკვე ჩაატარა. ცნობილია, რომ წელს პატარებს საახალწლო ნობათს შპს „საბა“ შეისყიდის. თითოული სასაჩუქრე შეფუთვა კი 9 ლარი დაჯდება. 

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, თითოეული შეფუთვა უნდა შედგებოდეს არანაკლებ 450 გრ ტკბილეულისგან, მათ შორის:

  • შოკოლადის მინი ფილა არანაკლებ 25 გრ.
  • ვაფლის ბატონი არანაკლებ 65 გრ.
  • შოკოლადის ბატონ(ებ)ი ჯამში არანაკლებ 40 გრ. შიგთავსით (ქოქოსის ან/და კარამელის ან/და არაქსის შიგთავებით)
  • შოკოლადი არანაკლებ 100გრ (მინიმუმ 4 სახეობა)
  • კარამელის კანფეტი არანაკლებ 4 სხვადასხვა სახეობა (ორი სხვადასხვა შიგთავსით) არანაკლებ 220 გრ.

თითოეული ტკბილეულის ნაკრები შეფუთული უნდა იყოს შემსყიდველთან შეთანხმებულ ბრენდირებულ მუყაოს ყუთში,
საახალწლო თემატიკით. საქონლის მიწოდების ბოლო ვადა 2023 წლის 25 დეკემბრია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203