„ფილოსოფიურად გვინდა შევცვალოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარება“, - ახალი ხედვა მომავალი წლიდან დაინერგება
28-11-2023

განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახავრმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში 2023 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ახალი ხედვის დანერგვა დაიწყება, რომელიც მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას უკავშირდება. 

მისი თქმით, მასწავლებლის პროფესიული განვითარება ფილოსოფიურად იცვლება.

„თქვენ იცით, მასწავლებლების მიმართულება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ. როგორც მათი კარიერული  და პროფესიული განვითარება, ისე სახელფასო პოლიტიკა და ის გამოწვევები, რომელიც მათ ირგვლივ არის.

შემიძლია გითხრათ, რომ ჩამოვაყალიბეთ ახალი ხედვა და მიმართულება, რომელიც შემდგომი წლიდან დაიწყებს განხორციელებას. ფილოსოფიურად გვინდა შევცვალოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარება. შესაბამისი სსიპ-ის მიდგომები და სერვისები, რომელიც დღეს მასწავლებელთა სახლს გააჩნია. ეს არის და იქნება, პირველ რიგში მასწავლებლის ინტერესებზე მათ საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარება და არა იმ ტრენინგმოდულების შეთავაზება რომელიც თავის მხრივ მნიშვნელოვანია, თუმცა რიგ შემთხვევებში თავის შედეგებს ვერ აღწევს. ახლა, დროა, მოვუსმინოთ მასწავლებლებს, რადგან სკოლამ და მასწავლებლებმა უკეთ იციან რა სჭირდებათ“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

„ყველა სასკოლო სტანდარტი განახლდება, სახელმძღვანელოებში მასწავლებლების მოსაზრებას გავითვალისწინებთ“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203