განათლების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში მოსმენისას აღნიშნა, - „არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა, ან მათი შეფასების მექანიზმები“.
როგორც მინისტრმა განაცხადა, ეს არის სიცრუე, რომელიც აზიანებს მნიშვნელოვან რეფორმას.
„ის კითხვები, რომელიც საზოგადოების გარკვეულ წრეში გაჩნდა, რომ, თითქოს, სამინისტრომ შეფასების მექანიზმები გააუქმა, საშინაო დავალებები გააუქმა, ეს არის სრული სიცრუე და დეზინფორმაციის კამპანიის ის ნაწილი, რომელსაც უნდა მნიშვნელოვანი რეფორმების დაზიანება. არავის არაფერი არ გაუუქმებია, მეგობრებო! არ ვსხედვართ სამინისტროში ისეთი ხალხი, ვისაც არ გვესმის საშინაო თუ სხვა დავალების მნიშვნელობა ან მათი შეფასების მექანიზმები. აქ ერთადერთი, რაც მოხდა, მისი სავალდებულოობა გაუქმდა, რომელიც ნიშნავს, რომ მასწავლებელს, სკოლას, კათედრას თავად აქვს შესაძლებლობა, ამა თუ იმ საგანში, სემესტრის თუ სასწავლო წლის დროს, შეფასების სხვადასხვა მეთოდები გამოიყენოს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
ეროვნული სასწავლო გეგმა განახლდა - ყველა ცვლილება ცნობილია
ცნობისთვის, ახალი ეროვნულ სასწავლო გეგმის მიხედვით გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები.