განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, პარლამენტში, მინისტრის საათის ფორმატში, სიტყვით გამოსვლისას, დეპუტატის კითხვას, იგეგმება თუ არა სკოლის ტექნიკური პერსონალის - დამლაგებლების და სხვათა ხელფასების მატება, უპასუხა, რომ მათ მინიმუმ ანაზღაურების 20 პროცენტიანი ზრდა შეეხებათ.
„ფილოსოფიურად გვინდა შევცვალოთ მასწავლებლის პროფესიული განვითარება“, - ახალი ხედვა მომავალი წლიდან დაინერგება
„მე დეტალურად ვიცი, რა ხელფასიც აქვთ დამლაგებლებს, დარაჯებს... უხერხულიცაა ამაზე საუბარი დღევანდელ პირობებში და 2024 წლის ბიუჯეტში უკვე მოაზრებული გვაქვს ეს საკითხი. დირექციას და ადმინისტრაციულ პერსონალს ისედაც ეზრდებათ ანაზღაურება 10 პროცენტით და მათ (დამლაგებლების, დარაჯების...) ნაწილში მინიმუმ 20 პროცენტიან ზრდას გავაკეთებთ, მაგრამ არის სკოლები სადაც 160 ლარი აქვს ტექნიკურ პერსონალს ხელფასი და ასეთ შემთხვევაში შეიძლება 40 პროცენტიც იყოს მატება“, - განმარტა ამილახვარმა.