პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეთა საინტერესო და სახალისო აქტივობა
29-11-2023

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა სამსარის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და სახალისო გაკვეთილებს სთავაზობენ. 

ამჯერად,  მასწავლებლის - მარი ჰარუთიუნიანის ხელმძღვანელობით, მეორე კლასის მოსწავლეებმა საინტერესო აქტივობაზე იმუშავეს. 

მოსწავლეებმა, მშობლიური ენის გაკვეთილზე, საგაკვეთილო თემის შესახებ საინტერესო პლაკატი დაამზადეს.

ასევე, მოსწავლეებმა დიდი ინტერესითა და შემართებით, შეასრულეს სახალისო დავალება, მათ ლექსს გამოტოვებულ ადგილებში ნაკლული სიტყვები დაამატეს და დავალებას სხარტად გაართვეს თავი. 

გაკვეთილი სახალისო, შემეცნებითი და შემოქმედებითი აღმოჩნდა. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203