განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პედაგოგებისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლებისთვი ძველი და ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის შედარება გააკეთა კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით.
ეროვნული სასწავლო გეგმის ძველი ვერსიის მიხედვით: საჯარო სკოლა ვალდებული იყო საგნობრივი ჯგუფების მიხედვით შეექმნა კათედრები, სადაც გაერთიანებული იყო საგნობრივ ჯგუფში შემავალი ყველა საგნის მასწავლებელი.
ესგ-ში გაწერილი იყო კათედრის ფუნქციები, ასევე კათედრის თავმჯდომარის არჩევის წესი და მისი ფუნქცია/მოვალეობები. დათქმული იყო კათედრის შეკრების მინიმალური რაოდენობა.
ესგ-ში შესული ცვლილებების მიხედვით: სასკოლო კურიკულუმების განვითარებისა და სასკოლო სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესში, სკოლა, საკუთარი გამოწვევებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, თავისუფალია სტრუქტურული ერთეულების შექმნასა და მათი ფუნქციების ჩამოყალიბებაში.