გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება თავს არ ზოგასვ, რათა ადგილობრივმა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება და იმავდროულად, აქტიურად ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებაში.
ახლახან, ქვემო კაპანახჩის საჯარო სკოლაში მრავალფეროვანი ღონისძიება ჩატარდა და მოსწავლეებმა მხიარულ ნოტაზე, ამაღლებული განწყობითა და დიდი ზარ-ზეიმით გააცილეს შემოდგომა.
ბავშვებმა, სასკოლო საზოგადოებას, შთამბეჭდავი სანახაობა წარუდგინეს, სახელწოდებით - „შემოდგომის გაცილება“ - დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა ზეიმის თემატიკის შესაბამისად მორთეს საკლასო ოთახი, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შეასრულეს და დამსწრეთა დიდი მოწონებაც დაიმსახურეს.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას მასწავლებელი მაჰნურ ანვაროვა ხელმძღვანელობდა.
იხილეთ ფოტოები: