დაბა თამარისის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ოჯახში ძალადობის თემაზე ბროშურა დაამზადეს
18-05-2018
დაბა თამარისის საჯარო სკოლის სამოქალაქო კლუბ „აქტიური თაობის“ წევრებმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით ოჯახში ძალადობის თემაზე საინფორმაციო ბროშურა დაამზადეს. სკოლის აღსაზრდელებმა თემის შესახებ ინფორმაცია მოიძიეს, ბროშურაში შეიტანეს და ადგილობრივ მოსახლეობას დაურიგეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, აქტივობა მიზნად ისახავდა, ოჯახში ძალადობის შესახებ მოზარდების ცნობიერების ამაღლებას. იხილეთ ფოტოები