სასწავლო ნივთებისთვის 200 ლარია გამოყოფილი - რომელი ბავშვები მიიღებენ დახმარებას
30-11-2023

„გურჯაანის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მინიმალური სოციალური დახმარების პროგრამის დამტკიცების შესახებ” დადგენილებაში ცვლილება შევიდა და ქვეპროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის/ბავშვის მხარდამჭერ ღონისძიებებს ითვალისწინებს.

მათ შორისაა, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი მოწყვლადი ბავშვების და მათი ოჯახების მხარდაჭერის მიზნით საკვები პროდუქტებით, ჰიგიენისა და თავის მოვლის საშუალებებით და სასწავლო ნივთებით უზრუნველყოფა და ამ შემთხვევაში, ერთ ოჯახზე მიწოდებული საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი. ერთჯერადად საქონლის ღირებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 200 ლარს.

რაც შეეხება კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარებას საყოფაცხოვრებო ნივთებით  (საწოლი, სკამი, მაგიდა და სხვა), საქონლის ღირებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 700 ლარს. საქონლის ღირებულების ასანაზღაურებლად გამოიყენება მატერიალიზებული ვაუჩერი, რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის ბლანკი.

ხოლო კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის დახმარება საყოფაცხოვრებო ტექნიკით (მაცივარი, გაზქურა, სარეცხი მანქანა და სხვა) უზრუნველყოფის შემთვევაში, საქონლის ღირებულება წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 1200 ლარს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203