„დირექტორთან შეყვანა მოსწავლის დასჯის მექანიზმია“ - აპირებს თუ არა მინისტრი რეაგირებას 
30-11-2023

პარლამენტში „მინისტრიის საათის“ ფარგლებში გიორგი ამილახვარს მიმდინარე წლის ანაგრიშის წარდგენის შემდგომ დეპუტატებმა კითხვები არაერთ საკითხთან დაკავშირებით დაუსვეს. მათ შორის ერთ-ერთი კითხვა მოსწავლეთა დასჯის მექანიზმად დირექტორთან, სოციალურ მუშკათან ან ფსიქოლოგთან შეყვანის ადეკვატურობას უკავშირდებოდა.

როგორც დეპუატმა ქეთი თურაზაშვილმა აღნიშნა, „ჩვენ შვილებს ვუშვებთ სკოლაში, რომ ჯანსაღ გარემოში მიიღონ სრულფასოვანი  განათლება და სწორედ ჯანსაღ გარემოზე მინდა გავამახვილო ყურადღება. სამწუხაროდ, არაერთ სკოლაში დასჯის მექანიზმად მოქმედებს დირექტორთან შეყვანა, რაც სერიოზული პრობლემაა. აქ იკვეთება მასწავლებლის არაპროფესიონალიზმი და იკვეთება დირექტორის ძალაუფლების გამოყენება მოსწავლეთა წინააღმდეგ და ის რომ ინდივიდუალური მიდგომა არ იციან, არც დირექტორებმა და არც მასწავლებლებმა.

ისეთი მნიშვნელოვანი კომპონენტები, როგორიცაა სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი, ასევე გამოიყენება დასჯის მექანიზმად, ნაცვლად იმისა, რომ მათ მიმართ ნდობა გაიზარდოს.

მაინტერესებს, გაქვთ თუ არა ეს ინფორმაცია და რა ნაბიჯებს გადადგამთ, რომ ეს მავნე პრაქტიკა ასე არ გაგრძელდეს?“

დეპუატატის კითხვაზე გიორგი ამილახვარმა უპასუხა, რომ დღეს პრობლემა არა დასჯის მექანიზმები, არამედ ბულინგია და ამ მიმართულებით სამინისტრო მანდატურის სამსახუთან ერთად აქტიურად მუშაობს.

„რას გულისხმობთ, რას ნიშნავს [დასჯის მიზნით სკოლის დირექტორთან შეყვანა]?! მე თუ რაიმე ქეისი ვიცი, მერწმუნეთ არც ერთი რეაგირების გარეშე არ არის დარჩენილი, თუმცა ძალიან მცირე რაოდენობა მახსენდება ასეთი. ჩვენ ამ საკითხში დაუნდობლები ვართ... თუ რეალურად გინდათ ამ საკითხზე ვისაუბროთ, გეტყვით, დასჯის მექანიზმი კი არ არის გამოწვევა, დღეს, ბულინგის პრვენციაზე უნდა ვიმუშაოთ სკოლებში, რაც სხვათაშორის საერთაშორისო მინისტერიალებზე ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად სახელდება, მათ შორის წამყვანი ქვეყნების მიერ. ამ კუთხით, როგორც სამინისტროს დეპარტამენტს,ისევე როგორც მანდატურის სამსახურს არაერთი პროგრამა აქვს ჩაშვებული, რომელიც შესაძლოა გაძლიერებას და მეტ მუშაობას საჭიროებს. ახლა რაღაც დასჯის ინსტიტუტი არსებობს და სამინისტრო ამას ახალისებს ან არაფერს აკეთებს, რბილად რომ ვთქვათ, სწორი შეფასება არ მგონია“, - განაცხადა მინისტრმა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203