„ოქროსფერი შემოდგომა“ - წარმტაცი ღონისძიება დიდი არაქალის საჯარო სკოლაში
30-11-2023

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი არაქალის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის სიუხვე და სიმშვენიერე ღონისძიებაზე წარმოადგინეს. 

სკოლაში გაიმართა ღონისძიება - „ოქროსფერი შემოდგომა“, რომელსაც ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არუსიაკ აბდულიანი ხელმძღვანელობდა. საზეიმო წარმოდგენაში მე-9 კლასის  მოსწავლეები მონაწილეობდნენ. 

ღონისძიება მრავალფეროვან პროგრამას მოიცავდა - მოსწავლეებმა წიკითხეს ლექსები, შეასრულეს ქართული  და სომხური სიმღერები, იცეკვეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. 

ბავშვებმა ბევრი იხალისეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დიდი არაქალის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად მსგავსი ღონისძიებები ხშირად ტარდება.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203