მოსწავლეებისთვის მასწავლებლები არიან შთაგონების წყარო, ადამიანები, რომლებთან ერთადაც დღის განმავლობაში ძალიან დიდი დროს ატარებენ, რომლებსაც ენდობიან და რომლებიც მათთვის სუპერგმირებივით არიან.
ინგლისში ჩატარებული გამოკითხვისას, კითხვაზე - „ვინ არის ყველაზე შთამაგონებელი ადამიანი?“, 6000-ზე მეტმა ბავშვმა მასწავლებელი აირჩია.
არ არის მარტივი მართო კლასი, უყვარდე ათეულობით ან ასეულობით მოსწავლეს და იქცე მათთვის შთაგონების წყაროდ, ისევე, როგორც ერთ დროს ყველა ჩენგანს გვყავდა ჩვენი შთამაგონებელი მულტფილმის, წიგნის ან ფილმის პერსონაჟი.
იქნებ მასწავლებლების მთავარი სუპერძალაც სწორედ მასწავლებლობაა?
თუმცა, წარმოგიდგენთ გამოკითხვის შედეგად გამოვლენილ 5 საუკეთესო სუპერძალას, რომელსაც მოსწავლეების აზრით, მასწავლებლები ფლობენ.
1. აზრების გამოცნობის უნარი - ზუსტად მაშინ გამოგიძახებს, როცა კითხვაზე პასუხი არ იცი და გონებაში რამდენჯერმე იმეორებ - „ოღონდ ჩემი სახელი არ თქვას!“
2. თვალები ყველგან, თავის უკან, გვერდებზე... - ერთდროულად ხედავს პირველ მერხსაც და ბოლოსაც, კლასშიც არის და ეზოშიც, მოკლედ მასწავლებლის თვალები გხედავს ყველგან და ყოველთვის!
3. ღამურის მსგავსი სმენა - ესმის ყველაფერი და ბრაზდება როცა კლასში, ბუზის გაფრენის გარდა სხვა ხმებსაც იგებს;
4. ნებისმიერი ხელწერის სტილის გაშიფვრის უნარი;
5. არის წამყვანი, მსახიობიც და როცა საჭიროა კომიკოსიც კი.
„თუ ვინმე გკითხავთ რა პროფესიის ხართ და თქვენ ეტყვით: „მე უბრალოდ მასწავლებელი ვარ“, მაშინ შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ სინამდვილეში სუპერგმირი ხართ არაჩვეულებრივი ძალებით“