იცვლება ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელი - განათლების რეფორმის 6 ძირითადი მიმართულება
04-12-2023

საქართველოს მთავრობის სტრატეგიაში გაწერილია ზოგადი განათლების რეფორმის ახალი მიმართულებები, რომლებიც მოიცავს 6 პუნქტს.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ეროვნული სტანდარტების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიზნით და საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, განათლების სფეროში კომპლექსური ხასიათის ღონისძიებები გატარდება, მათ შორის, ზოგადი განათლების დაფინანსების მოდელის ცვლილება, რომელიც დაეფუძნება კომპლექსურ კვლევას, ასევე სკოლების ავტორიზაცია.

ასევე, რეფორმის ფარგლებში გაგრძელდება:

მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა და შრომის ანაზღაურების ზრდა;
მასწავლებელის პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის მორიგი ეტაპის განხორციელება;
მასწავლებლების (50.0 ათასზე მეტი მასწავლებელი) ანაზღაურების ეტაპობრივი ზრდა, მასწავლებელთა ანაზღაურების ახალი სქემის შესაბამისად;
სასკოლო კურიკულუმის, ინფრასტრუქტურის და ტექნოლოგიების განვითარება;
საჯარო სკოლების საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა;
სკოლების აღჭურვა შესაბამისი ციფრული ტექნოლოგიებითა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203