თერჯოლის N1 საჯარო სკოლის მასწავლებელი დარეჯან სარალიძე დამრიგებლის სერთიფიკატით დაჯილდოვდა
18-05-2018
„სმარტის“ ოლიმპიადის მიერ დამრიგებლის სერთიფიკატით თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის მასწავლებელი დარეჯან სარალიძე დაჯილდოვდა.
კერძოდ, მას აღნიშნული სიგელი თავისი მოსწავლეების სწავლისა და განვითარების პროცესებზე ზრუნვისა და მათთან ერთად არასასკოლო აქტივობებში ჩართვისთვის გადაეცა.
როგორც სკოლის დირექციის წარმომადგენელმა განაცხადა, მასწავლებელი ჩვეული შემართებით იღვწის მომავალი თაობის სწავლა-აღზრდისათვის:
„ქალბატონ დალი სარალიძეს საზოგადოებრივ სარბიელზე, მათ შორის პედაგოგიური საქმიანობისას, არასოდეს არ დაკლებია ენთუზიაზმი, შრომითა და შემოქმედებითი აზროვნებით მოპოვებული წარმატებები. იგი დღესაც ჩვეული შემართებით იღვწის მომავალი თაობის სწავლა-აღზრდისათვის და გამარჯვებებით აგვირგვინებს კიდეც.“
პირველი სკოლა ამაყობს მასწავლებლით და მას გულითადად ულოცავს ამ წარმატებას.