2023/2024 სასწავლო წლისთვის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა შემცირებულია.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 296 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო, ხოლო 210 კერძო.
წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 6 ერთეულით შემცირდა.
რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობა 2019/2020-2023/2024 სასწავლო წლების დასაწყისისთვის.