კერძო სკოლებში მოსწავლეთა 10%-ზე მეტი სწავლობს 
02-12-2023
საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ განახლებული მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც 2023/2024 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 634.3 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით აღემატება.

აღსანიშნავია, რომ რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (35.5%) თბილისში სწავლობს, მიუხედავად იმისა, რომ სკოლების რაოდენობა ყველაზე მეტი იმერეთშია.

საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 89.5 პროცენტი სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 10.5 პროცენტი. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.2. პროცენტი გოგოა, ხოლო 51.8 პროცენტი - ბიჭი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203