განახლებულ ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოყოფილია ის მიმართულებები, რომელიც პრიორიტეტულადაა მიჩნეული. როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომლებთან დაკავშირებითაც ცოდნის ამაღლება ხელს უწყობს: ეროვნული ფასეულობების ჩამოყალიბებას, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, ლიდერული და სამეწარმეო უნარების განვითარებას.
ეს პრიორიტეტული მიმართულებებია:
ა) კულტურული მემკვიდრეობის დაცვა;
ბ) გარემოს დაცვა;
გ) ჯანსაღი ცხოვრება;
დ) სამოქალაქო უსაფრთხოება;
ე) კონფლიქტების მართვა;
ვ) ფინანსური წიგნიერება;
ზ) კულტურული მრავალფეროვნება;
თ) ადამიანის უფლებები.
თითოეული პრიორიტეტული მიმართულება რეალიზდება ფორმალური და სასკოლო არაფორმალური განათლების ფარგლებში.