დმანისში 17 წლის ბიჭმა თანასოფლელი მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა.
დაჭრილი 65 წლის მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე დასტაბილურდა და საავადმყოფოდან გამოწერეს. გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი დაკავებიდან მალევე გაათავისუფლეს.
მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.