საგნობრივი სტანდარტების რევიზია აპრილში დასრულდება - თამარ მახარაშვილი
04-12-2023

ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს საგნობრივი სტანდარტების რევიზია, რომელიც მარტში-აპრილში დასრულდება - აღნიშნულის შესახებ განათლების მინისტრის მოადგილემ, თამარ მახარაშვილმა სატელევიზიო ეთერში საუბრისას განაცხადა.

„ესგ-ს მეორე კარს ჰქვია, [საგნობრივი] სტანდარტები. მიმდინარეობს ამ სტანდარტების რევიზია, სადაც საუბარია, საგნების მიხედვით რა უნდა ასწავლოს სკოლამ. სტანდარტების რევიზია მიმდინარეობს ახლა, დასრულდება მარტი-აპრილში. ამ სტანდარტის რევიზიის შემდგომ დადგინდება ვერტიკალური და ჰორიზონტალური კავშირები რამდენად არის საგნებს შორის, რა ტიპის გამოწვევები გვაქვს, ეს საკითხი, როცა მოგვარდება, მერე დადგება უკვე  სახელმძღვანელოების საკითხი“, - განაცხადა თამარ მახარაშილმა.   

მისივე თქმით, სრულად გაუქმდა ესგ-ს მესამე კარი, რომელიც სკოლებისთვის სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს მოიცავდა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203