ბუღაშენის საჯარო სკოლის მე-3 კლასში მრავალფეროვანი საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო
04-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული, მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები მოსწავლეთა მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ და ამ მიზნით, სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებას სთავაზობენ. 

ამჯერად, საშემოდგომო ღონისძიება მოეწყო, რომლის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ. დაწყებითი კლასის მასწავლებელმა - აღავნიკ პალიანმა, მშობლების მხარდაჭერითა და მესამე კლასის მოსწავლეთა მონაწილეობით, შთამბეჭდავი ღონისძიება გამართა.

მოსწავლეებმა სხვადასხვა ნომერი წარადგინეს, ლექსები წაიკითხეს, იმღერეს, იცეკვეს და იხალისეს. აღსანიშნავია, რომ გარემოც შესაბამისად, სადღესასწაულოდ იყო მორთული. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203