კლასის მართვის სტრატეგიებზე 800 მასწავლებელი პირისპირ ტრენინგებს გაივლის
05-12-2023

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ქართული ენის 800-ზე მეტი მასწავლებელი, ონლაინ ტრენინგების შემდგომ, კლასის მართვის ეფექტურ სტრატეგიებში პირისპირ ტრენინგებსაც გაივლის.

სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი სკოლების /სექტორების ქართული ენის მასწავლებლებისთვის შექმნილი სატრენინგო მოდულების თემატიკა ფოკუსირებულია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პოზიტიური სასწავლო გარემო, კლასის მართვა, დროის მენეჯმენტი, სასწავლო რესურსების მიზნობრივი გამოყენება და სხვა.

კლასის მართვის სატრენინგო მოდულის მიზანია სასწავლო პროცესში ყველა ბავშვის ეფექტიანი ჩართულობის უზრუნველყოფა და ამით მათი აკადემიური მოსწრების გაუმჯობესება

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203