კერძო სკოლა „განათლებაში“ მოსწავლეებმა გულზე და გულის დაავადებებზე ისაუბრეს
21-05-2018
ბათუმის კერძო სკოლა „განათლებაში“ მოსწავლეთა კლუბის მორიგი სხდომა გაიმართა. 

სხდომა მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლების მონაწილეობით ჩატარდა. 

მათ გულზე და გულის დაავადებებზე ისაუბრეს. 

მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, მაკეტები, პოსტერები. განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა ნიკა კუკულაძის დამზადებულმა გულის მაკეტმა. 

შეხვედრის ბოლოს კლუბის წევრებმა საქონლის გულზე მინი ოპერაცია შეასრულეს. 

კლუბის გაფართოებულ სხდომას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის ლექტორები, ბიოლოგოები, მეცხრე კლასის მოსწავლის მშობელი გიული ბერიძე-ნიჟარაძე, ექიმი მანონი ლორია და სკოლის დირექცია ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203