ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა - ვის ეხება გადაწყვეტილება
05-12-2023

ზოგადი განათლების შესახებ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც გაფართოვადა მანდატურის სამსახურის ფუნქციები და განისაზღვრა იმ მოსწავლეების სტატუსი, რომლებსაც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება გააჩნიათ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ განისაზღვრა მოზარდი, რომელიც სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე;

სსსმ-ა აგრეთვე მოსწავლე, რომელიც არის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, სასწავლო პროცესში დამატებით მხარდაჭერას საჭიროებს, აქვს სწავლასთან ან/და სასწავლო გარემოს ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი, გახანგრძლივებული სირთულეები ან/და ვერ აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მოთხოვნებს მინიმალურ დონეზე.

ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასება და კონსულტირება დაევალა მანდაურის სამსახურს, „რომლის ფარგლებშიც პირის/მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების განსაზღვრის/იდენტიფიკაციის მიზნით ხორციელდება ამ პირის/მოსწავლის შეფასება, განათლების საუკეთესო ფორმის შერჩევა და საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული საკონსულტაციო მომსახურების გაწევა“.

თავის მხრივ, განათლების სამინისტრო უზრუნველყოფს მინისტრის მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლების (მათ შორის, ამ კანონის მე-2 მუხლის „ჩ​7“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რესურსსკოლების) და მათ მიერ განხორციელებული პროგრამების/სერვისების, კონსულტირებისა და პანსიონური მომსახურების დაფინანსებას.

სრული დოკუმენტი იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203