დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ინტელექტუალურ თამაშში საპრიზო ადგილი დაიკავეს
21-05-2018
დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ბოლნისის რაიონული პროკურატურის ორგანიზებით გამართულ ინტელექტუალურ თამაშში - „რა, სად, როდის“ წარმატებით იასპარეზეს. 

სკოლის აღსაზრდელებმა ინტელექტუალურ თამაშში მეორე ადგილი დაიკავეს და სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. 

თამაშში ბოლნისის მუნიციპალიტეტის ქართული სკოლები მონაწილეობდნენ. 

სკოლა აღსაზრდელებს წარმატებას ულოცავს და წინსვლას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203