ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემეცნებით-გასართობ მარათონში l ადგილი დაიკავეს
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის N1 საჯარო სკოლაში აქტიური, მონდომებული და ნიჭიერი მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთ საინტერესო აქტივობაში ერთვებიან. ამჯერად, ისინი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, „ევროკავშირი საქართველოსთვის“, ევროპის დღის ფარგლებში, გამართულ შემეცნებით-გასართობ მარათონში - „რა? სად? როდის?“, ჩაერთნენ. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, დრო ნაყოფიერად გაატარეს და l ადგილი დაიკავეს.
აღსანიშნავია, რომ მარათონში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის 23 საჯარო და 1 კერძო სკოლა მონაწილეობდა. თამაშს ინტელექტ-კლუბის მოთამაშე - ლევან ცირეკიძე უძღვებოდა.
სკოლაში მოსწავლეთა მიღწევით ამაყობენ, ულოცავენ და წარმატებას უსურვებენ.
ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ლანჩხუთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
იხილეთ ფოტოები: