კერძო სკოლის მოსწავლეთა შედეგები მნიშვნელოვნად აღემატება, საჯარო სკოლის მოსწავლეების შედეგებს
მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA) 2022-ის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც საქართველოს კერძო და საჯარო სკოლის მოსწავლეთა შედეგები მნიშვნელოვნად განსხვავდება. სხვაობაა ადგილმდებარეობის მიხედვითაც.უფრო კონკრეტულად სკოლის ადგილმდებარეობის მიხედვით, PISA 2022-ში მათემატიკის სფეროში მაღალი მოსწრებით გამოირჩეოდნენ
თბილისში მაცხოვრებელი მოსწავლეები (417 ქულა), შემდეგ
სხვა ქალაქებისა (383 ქულა) და
სოფლად მცხოვრები მოსწავლეები (369 ქულა). ყველაზე დაბალი შედეგები
დაბაში მცხოვრებ მოსწავლეებს (344 ქულა) აქვთ. მსგავსი შედეგებია კითხვასა და საბუნებისმეტყველო საგნებშიც.
სკოლის ტიპის (კერძო-საჯარო) მიხედვით PISA 2022 წლის შედეგების ანალიზი გვიჩვენებს, რომ კერძო სკოლების მოსწავლეები სტატისტიკურად მნიშვნელოვნად მაღალ შედეგებს აღწევენ საჯარო სკოლის მოსწავლეებთან შედარებით, როგორც მათემატიკაში (კერძო - 445, საჯარო - 384), ასევე კითხვასა (კერძო - 426, საჯარო - 369) და საბუნებისმეტყველო საგნებში (კერძო - 436, საჯარო - 379).
საქართველოში მოსწავლეთა მიღწევები 8 ქულით შემცირდა მათემატიკაში, ხოლო 6 ქულით კითხვაში - PISA 2022-ის შედეგები ცნობილია