გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა გორის ცენტრალური მოედანი მოხატეს
21-05-2018
გორის N4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, გორის მერიის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებით გამართულ ასფალტზე ხატვის კონკურსში - „დედამიწა - ჩვენი საერთო სახლი“ მონაწილეობდნენ. 

კონკურსი დედამიწის დღეს მიეძღვნა. N4 სკოლის აღსაზრდელებმა, სხვა სკოლების მოსწავლეებთან ერთად გორის ცენტრალური მოედანი მოხატეს. ღონისძიების ბოლოს კი მოზარდები აქტიური მონაწილეობისთვის სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. 

სკოლა აღსაზრდელებს და ხელოვნების მასწავლებელ მაია დვალიშვილს წარმატებას უსურვებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203