სოფიო გორგოძემ შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორის თანამდებობა დატოვა - აღნიშნული ETALONI.GE-ს თავად ცენტრში დაუდასტურეს.
ოფიციალური ინფორმაციით, გორგოძემ თანამდებობა საკუთრი სურვილით დატოვა და 1-ელი იანვრიდან იგი პოსტს აღარ დაიკავებს.
არაოფიციალური ვერსიით კი, იგი PISA 2022 წლის კვლევის სკანდალურ შედეგებს „შეწირეს“, - უფრო სწორად შედეგების გაყალბება მოითხოვეს, რაზეც გორგოძემ უარი თქვა.
საქართველოში მოსწავლეთა მიღწევები 8 ქულით შემცირდა მათემატიკაში, ხოლო 6 ქულით კითხვაში - PISA 2022-ის შედეგები ცნობილია
რა მოხდა სინამდვილეში, დრო გვიჩვენებს, მანამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში ETALONI.GE-ს უთხრეს, რომ გორგოძემ განცხადება გათავისუფლებაზე, საკუთრი სურვილით დაწერა და არსებული მითქმა-მოთქმა, სკანდალურ კვლევასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ჭორია.