ვარევანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა
06-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში მოსწავლეებს გარდა საგნობრივი დისციპლინებისა კაცთმოყვარეობასა და შემწყნარეობლობას ასწავლიან.
შესაბამისად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარევანის საჯარო სკოლაში ტოლერანტობის საერთაშორისო დღე საინტერესოდ აღინიშნა.
VIII - XI მოსწავლეებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელ გოარ აბაჯიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს.
ღონისძიების დასასრულს XI კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები, სადაც საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნების საკითხებზე, ქვეყენაში ტოლერანტობის კულტურის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
გაეროს გადაწყვეტილებით ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 16 ნოემბერს აღინიშნება.