შეცვლილ ეროვნულ სასწავლო გეგმაში, დეტალურადაა განმარტებული თუ რა იგულისხმება მოსწავლეთა სწავლის შედეგებში.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სწავლის შედეგები განისაზღვრება საფეხურის დონეზე და ურთიერთდაკავშირებულად რეალიზდება/მიიღწევა სასწავლო თემების ფარგლებში.
გაფართოებული სასწავლო გეგმა - რა უნდა იცოდნენ პედაგოგებმა
აღსანიშნავია ისიც, რომ საგნის საფეხურებრივი შედეგები მოიცავს 3 მთავარ კომპონენტს:
ა) საგნობრივ ცოდნას;
ბ) ფუნქციურ-კომპონენტურ უნარებს;
გ) აღმზრდელობით-ღირებულებით ასპექტს/ასპექტებს.
სასწავლო პროცესში შუალედური სასწავლო მიზანი განისაზღვრება ისეთი დავალების სახით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ საკითხთან/საკითხებთან მიმართებით საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს.
„შედეგი მიღწეულად მიიჩნევა, როცა მოსწავლეს შეუძლია საგნობრივ საკითხთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულად და ურთიერთდაკავშირებულად გააზრება, გაანალიზება და სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება“, - ნათქვამია ახალ ესგ-ში.