ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს „ბოლო ზარზე“ მასწავლებელმა ემოციურად მიმართათ
21-05-2018
ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლაში ბოლო ზარი გაიმართა. 

მეთორმეტეკლასელები სითბოთი და სიყვარულით მიესალმნენ და სამადლობელი სიტყვები მიუძღვნეს აღმზრდელ მასწავლებლებს. 

მათ წინასწარ შედგენილი სცენარით სიმღერები, ლექსები და ცეკვები წარმოადგინეს. 

განსაკუთრებით აღფრთოვანება გამოიწვია პირველი მასწავლებლის, ფატმან კლდიაშვილის მიერ  მათთვის სკოლაში პირველი ნაბიჯების გახსენებამ და მომავალი პირველკლასელებისაგან შესრულებულმა ცეკვამ.

კურსდამთავრებულებს სკოლის დირექტორი თინათინ ბეჟაშვილი, დირექტორის მოადგილე დავით რობაქიძე, დამრიგებელი დათუნა გოქაძე და პირველი მასწავლებელი ფატმან კლდიაშვილი მიესალმნენ და სკოლის დამთავრება მიულოცეს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203