მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 8 დეკემბერს, 19:00 საათზე, საგანმანათლებლო დაწესებულების სპეციალისტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირებისთვის, გაიმართება ინტერაქციული ვებინარი - „სოციალური და ემოციური უნარების სწავლება სასკოლო გარემოში“'.
ვებინარის ფარგლებში განიხილება შემდეგი საკითხები: სოციალურ-ემოციური უნარების სწავლების სარგებელი და საჭიროება სასკოლო სივრცეში; ოჯახის ჩართულობის როლი მოსწავლის სოციალური და ემოციური უნარების განვითარების პროცესში;
უნარების სწავლებისათვის მოსწავლის მზაობის კვლევა; სოციალური და ემოციური უნარების სწავლების პროცესი პრაქტიკაში;
რეკომენდებული ინტერვენციული მეთოდები სოციალური და ემოციური უნარების სწავლებისათვის.
ვებინარის მოწვეული სტუმარი იქნება ფსიქოლოგი, ტრენერ-კონსულტანტი - მარიამ გახუტიშვილი, ხოლო ვებინარის ფასილიტატორი - ინკლზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის კოორდინატორი, ნინო ნიკოლეიშვილი.
ვებინარი გაიმართება ონლაინ პლატფორმა TEAMS-ის გამოყენებით, დასწრება თავისუფალია, მითითებულ დროს, გამოიყენეთ
ბმული.