„საქართველო-ევროპა 2018“ - ღონისძიება ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში
21-05-2018
ევროპის დღეების ფარგლებში ახალაბასთუმნის საჯარო სკოლაში ღონისძიება „საქართველო-ევროპა 2018“ ჩატარდა. 

ღონისძიება კლუბ „მომავლის ევროპელებისა“ და პედაგოგ ცირა გულუას ორგანიზებით ჩატარდა.

პროგრამის მიზანი ევროკავშირის შესახებ ცნობადობის ამაღლება იყო. 

პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა აქტივობა, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა, ვიქტორინა, მხიარული სტარტები. 

ღონისძიებაში გრიგოლიშისა და შამგონის საჯარო სკოლებიც  მონაწილეობდენენ. 

ღონისძიებას ა(ა)იპ „სკოლამდელი  სააღმზრდელო დაწესებულების მართვის ცენტრის“, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ზუგდიდის საგანმანათლეობლო რესურსცენტრის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203