ეროვნულ სასწავლო გეგმაში განსაზღვრულია ქართული ჟესტური ენის სტანდარტი
19-11-2024

ეროვნულ სასწავლო სტანდარტში განსაზღვრულია ქართული ჟესტური ენის სტანდარტი, რაც გულისხმობს ქართული ჟესტური ენის სწავლებას და განსაზღვრავს სმენის დარღვევის მქონე/ყრუ მოსწავლეთა მისაღწევ შედეგებს I-IV კლასებში.  

სტანდარტში შედეგებისა და სამიზნე ცნებების სახით განსაზღვრულია გრძელვადიანი მიზნები.


სტანდარტის შინაარსი აღიწერება თემებისა და ქვეცნებების სახით. ამ შინაარსებზე დაყრდნობით ყალიბდება შუალედური მიზნები.

ეროვნული სასწავლო გეგმა საგანში „ქართული ჟესტური ენა“ სავალდებულოდ არ განსაზღვრავს თემებს, ასევე მათ შესასწავლად საჭირო ქვეცნებებსა თუ საკითხებს. 

იხილეთ,  ქართული ჟესტური ენის სტანდარტი

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203