მასწავლებლები დამატებით 625 ლარიან სახელფასო ანაზღაურებას და რესურსებისთვის 1000 ლარს მიიღებენ - დეტალები
07-12-2023

2023 წლის 5 დეკემბერს,  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს  ინიციატივით ა(ა)იპ აჭარის განათლების ფონდში (ბათუმის მასწავლებლის სახლი)  გაიმართა  შეხვედრა ბათუმის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს   განათლების დეპარტამენტის უფროსმა - ნაზიბროლა ბერიძემ და სკოლამდელი და ზოგადი განათლების განყოფილების უფროსმა -  შუშანა სურმანიძემ ბათუმის სკოლის ხელმძღვანელებს გააცნეს  ქვეპროგრამის - „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ ახალი კონკურსი - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“.

კონკურსის - „პროექტი ჩემს გაკვეთილზე“ მიზანია, ხელი შეუწყოს მასწავლებლებს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევაში საგანმანათლებლო აქტივობების გამრავალფეროვნების გზით. პროექტზე დაფუძნებული სწავლება ხელს უწყობს ინტეგრირებულ სწავლებას. დაწყებული რამდენიმედღიანი სასწავლო პროექტიდან, რომელიც ერთი რომელიმე თემის გარშემო კონცენტრირდება და დამთავრებული პროექტებით, რომლებიც შეიძლება მთელი წლის სასწავლო გეგმას ფარავდეს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პირს ინდივიდუალურად, რომელიც ასწავლის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კონკურსანტები, საინტერესო და ინოვაციური გაკვეთილის ჩატარებისთვის,  6 თვის განმავლობაში, პროექტის განხორციელების პერიოდში, დამატებით მიიღებენ 625 ლარის ოდენობით სახელფასო ანაზღაურებას და პროექტის განხორციელებისთვის აუცილებელი  რესურსებისთვის 1000 ლარამდე საჭირო თანხას.

განცხადების წარდგენის ბოლო ვადაა -  2023 წლის 20 დეკემბერი.

პროექტის განაცხადის წარდგენის მიზნით ეწვიეთ ბმულს

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203