ბუღაშენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს
08-12-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუღაშენის საჯარო სკოლაში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო გარემოა შექმნილი. დირექცია და პედაგოგები აქტიურად ზრუნავენ მოსწალეთა მოტივაციაზე და სხვადასხვა საგანმანათლებლო თუ კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში მოეწყო საშემოდგომო ღონისძიება. დაწყებითი კლასის მასწავლებელმა, აღავნიკ  პალიანმა მოსწავლეთა მშობლების მხარდაჭერითა და მესამეკლასელთა მონაწილეობით შთამბეჭდავი ღონისძიება გამართა.

შემოდგომის  შესაფერისი მოსწავლეებმა და მასწავლებელმა შექმნეს ხვავ-ბარაქიანი გარემო, გამოფინეს შემოდგომის ნობათი და წელიწადის ამ უმშვენიერეს დროს ხოტბა-შეასხეს. 

ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები, საცეკვაო ნომრები, დრო საინტერესოდ და ხალისიანად გაატარეს. ბოლოს გადაიღეს სამახსოვრო ფოტოები.  

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203