ბოლო ზარი კარწახის საჯარო სკოლაში-მოსწავლეები მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ
21-05-2018
კარწახის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან და საინტერესო დღეთა შორის ერთ-ერთი იყო 18 მაისი - დღე, როდესაც სკოლის მეთორმეტეკლასელები  მშობლიურ სკოლას დაემშვიდობნენ. 

ბავშვებმა სკოლის დირექციას (დირექტორი ე. ვარდერესიანი) და მასწავლებლებს გაწეული შრომისათვის მადლობა გადაუხადეს.

„სკოლამ ცხოვრების დიდ გზაზე კიდევ ერთი თაობა გაუშვა და მათთვის ჯერ კიდევ უცნობი ბილიკები დაულოცა“- განაცხადა სკოლის წარმომადგენელმა. 

ღონისძიების ორგანიზატორი კლასის ხელმძღვანელი  სათენიკ ვარდერესიანი გახლდათ.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203