საბავშვო ბაღებში კვების ნორმებთან დაკავშირებით საჯარო განხილვა მოეწყობა - ვადები და დეტალები
08-12-2023

განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ინფორმაციით, ბაღების დიაგნოსტიკური თვითშეფასების ქვეპროგრამის ფარგლებში შემუშავებული „ადრეული აღზრდისა და განათლების ან/და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების კვების ორგანიზებისა და რაციონის კვებითი ღირებულების ნორმების მარეგულირებელი მექანიზმის შემუშავების მეთოდოლოგიის“ პროექტის განხილვის მიზნით, 11 დეკმბერს 11:00-12:00 საათამდე, ონლაინ რეჟიმში გაიმართება პროექტის საჯარო განხილვა.

ოფიციალურ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „დოკუმენტის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების მიღება იწარმოებს 8.12.2023-დან 10.12.2023-ის 18:00-მდე. წინადადებების გაგზავნა შეგიძლიათ ელექტრონული ფოსტის მისამართებზე: Mariami.gog@gmail.com; v.khelisupali@gmail.com“;

ონლაინ შეხვედრაზე დასწრება თავისუფალია დაინტერესებული პირებისთვის!

დასწრებისთვის ეწვიეთ ბმულს.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203