რისი ცოდნა ევალებათ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებს უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელის მიხედვით
13-12-2023
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი განსაზღვრავს ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავროსამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების მისაღწევი აუცილებელი სწავლის შედეგების მინიმუმს, მათ მისაღწევად საჭირო სწავლებასწავლის, შეფასების მიდგომებს, რესურსებს და სხვა არსებით მახასიათებლებს, რაც საჭიროა უმაღლესი განათლების II საფეხურის საგანმანათლებლო
პროგრამებისთვის კვალიფიკაციის მისანიჭებლად.

დარგობრივი მახასიათებლები

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელი ვალდებულია
შეასრულოს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსითა და ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის განათლების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელით განსაზღვრული მოვალეობათა და პასუხისმგებლობათა ერთობლიობა საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო აქტების მოთხოვნათა შესაბამისად. 

გააცნობიეროს თითოეული მოსწავლის ასაკობრივი თავისებურება, უნიკალურობა.

უნდა იზრუნოს მოსწავლეთა პიროვნულ, სოციალურ-ემოციურ, კოგნიტურ განვითარებაზე, მათს ფიზიკურ და ფსიქოემოციურ ჯანმრთელობაზე.

უნდა იცნობდეს სწავლების უნივერსალური დიზაინის პრინციპებს. სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვისთვის უნდა გააანალიზოს საკუთარი საქმიანობისა და მოსწავლეთა შეფასების შედეგები, გამოიყენოს სწავლების დიფერენცირებული სტრატეგიები, გააუმჯობესოს მოსწავლეთა მიღწევები და საკუთარი სასკოლო პრაქტიკა;

ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო და ეროვნული ღირებულებების ფორმირებაში, თვითრეგულირებადი ქცევისა და სწავლის უნარის ჩამოყალიბებაში, გაუღვივოს მას ცნობისმოყვარეობა და ცოდნისმოყვარეობა;

ითანამშრომლოს მოსწავლეებთან, კოლეგებთან, მშობლებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან თითოეული მოსწავლის ჰარმონიული განვითარებისათვის, პრობლემის ერთობლივად გადაჭრისთვის.

იყოს რეფლექსიური, თვითკრიტიკული, ორიენტირებული უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე, პედაგოგიურ პრაქტიკაში სიახლეების მიმღები და დამნერგავი; ფლობდეს ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს და შეეძლოს მათი გამოყენება სწავლების პროცესში. 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203