ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის 12 წელი ძვირფას მოგონებად გადაიქცა
21-05-2018
ქუთაისის N33 საჯარო სკოლის მე-12 კლასის მოსწავლეებმა სკოლის დამთავრება ღონისძიებით აღნიშეს. 

სკოლის ფოიეში გამოსამშვიდობებელი ზეიმი გაიმართა. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მშობლიურ სკოლაში გატარებული 12 წელი ძვირფას მოგონებად გადაიქცა მეთორმეტეკლასელებისა და პედაგოგებისთვის. 

„მოსწავლეებმა თბილი და მადლიერი სიტყვები არ დაიშურეს, მშვენიერი სანახაობა აჩვენეს და ლამაზად შეავსეს სკოლის ისტორიის ეს ფურცელი“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

ღონისძიების ბოლოს სკოლის დირექტორმა მარინა ისკაკოვამ, სასწავლო ნაწილმა თამარ ქობულაძემ, დამრიგებლებმა - ნანა კვიტაშვილმა და მზია ცირეკიძემ და სხვა პედაგოგებმა აღსაზრდელებს წარმატებები და საუკეთესო მომავალი უსურვეს.

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203