ცვლილება რესურსცენტრებს ეხება - დეტალები
11-12-2023

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ცვლილება შევიდა რომლის მიხედვითაც, გაფართოვდა სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ფუნქციები.

უფრო კონკრეტულად, აღნიშნულ დეპარტამენტს დაევალა სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ ზოგადი განათლების განვითარების სფეროში განსახორციელებელი საქმიანობის კოორდინაცია და კონტროლი.

ასევე, „სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურსცენტრების საქმიანობის კოორდინაცია და საგანმანათლებლო რესურსცენტრებისგან ინფორმაციისა და რეკომენდაციების მიღება/ დამუშავება და მათთვის ინფორმაციის მიწოდება“.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203