მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაცია და განათლების ხარისხი საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრობლემად სახელდება - კვლევა
11-12-2023
„ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის აზრით, ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ პრობლემას განათლების დაბალი ხარისხი და მასწავლებლების დაბალი კვალიფიკაცია წარმოადგენს.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, უმეტესობის აზრით, განათლების დაბალი ხარისხი სისტემის წინაშე მდგარი ყველაზე დიდი გამოწვევაა. კითხვაზე: „რა არის ამჟამად საქართველოში განათლების სისტემის წინაშე მდგარი სამი ყველაზე დიდი პრობლემა?“, გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობა განათლების დაბალ ხარისხს, მასწავლებლების/ლექტორების დაბალ კვალიფიკაციასა და უნივერსიტეტებში სწავლის მაღალ საფასურს ასახელებს.

კვლევის მიზანია, ხელი შეუწყოს ისეთი პოლიტიკისა და მმართველობის ჩამოყალიბებას, რომელიც უფრო მეტად იქნება მორგებული მოსახლეობის საჭიროებებზე. აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203